მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ბუკისციხის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „„ბოლო ზარი“ დაირეკა. იყო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის სიხარული და მშობლიური სკოლასთან, უსაყვარლეს პედაგოგებთან გამოთხოვების სევდა.
„2022 წლის 20 მაისი... დღე მღელვარებით, სიხარულითა და სიყვარულით სავსე; ბავშვობასთან გამოთხოვების სევდა და ინტერესი, თუ გაურკვეველი დამოკიდებულება მომავალ დღეთა მიმართ. ამ დღეს ტრადიციულად, მეთორმეტეკლასელთა საზეიმო გაცილება აღინიშნება - პედაგოგები, მშობლები, თემის წარმომადგენლები ცხოვრების დიდ გზაზე აცილებენ კურსდამთავრებულებს. 2021-2022 სასწავლო წელს ბუკისციხის საჯარო სკოლა მე-12 კლასელებმა დაამთავრეს. დარწმუნებულნი ვართ, თითოეული მათგანი ოჯახისა და სკოლის ღირსეული დესპანი იქნება საზოგადოებაში.
ღონისძიებამ, „და გულის ძგერა თქვენი, ზარის დარეკვას ერთვის“, მოწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“