მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ბუკისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით, აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიურმა ორმა წელმა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, ბუკისციხის საჯარო სკოლის პროფესიონალმა პედაგოგიურმა საზოგადოებამ, ადმინისტრაციის მხარდამხარ შეძლო ის, რომ ბავშვები არ ჩამორჩენოდნენ სასწავლო პროცესს და წარმატებით დაეძლიათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა.
ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას და ამას მოწმობს მათი წარმატებები საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში.
ამჯერად გაგაცნობთ როლანდ კიკვაძეს, ბუკისციხის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, რომელმაც ფელქსის გაცვლით პროგრამაში გამარჯვება მოიპოვა.
მშობლიურმა სკოლა გზა დაულოცა როლანდ კიკვაძეს: „აღმზრდელმა მასწავლებლებმა გზა დაულოცეს მე-11 კლასის წარჩინებულ მოსწავლეს „ფლექსის" გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულს, როლანდ კიკვაძეს, რომელიც მომავალ წელს სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“