სიახლეები
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხარძიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს კედლის გაზეთი მიუძღვნა
27-05-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლემ, მარიამ ხარძიანმა დაასრულა კედლის გაზეთის შექმნა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მიეძღვნა.

პროდუქტის შექმნის პროცესში მოსწავლეს ხელმძღვანელობდა ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კესო ქობალია. პედაგოგმა წინასწარ მოამზადა მოსწავლე: ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით დამატებით გაკვეთილებზე დაამუშავებინა ინფორმაცია

კედლის გაზეთზე მუშაობის ორგანიზება მასწავლებელმა, კესო ქობალიამ ამოცანების სახით დაგეგმა, რაც შესანიშნავად გადაჭრა და ამიტომ სამუშაო მოსწავლის მაღალი ინტერაქციით წარიმართა.

კედლის გაზეთში მოსწავლემ ასახა საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკუთარი შეხედულება, თუ როგორ ესმის მას საქართველოს სილამაზე; ნამუშევარი გაამდიდრა შესაბამისი ფოტომასალით. მარიამ ხარძიანმა საკუთარი სათქმელი მეტწილად ვიზუალური საშუალებებით გადმოსცა.

სკოლის დირექცია იწონებს კედლის გაზეთის შექმნაში მოსწავლის აქტიურობას, მუშაობას, შემოქმედებით მიდგომას და მადლობას უხდის ქართულის მასწავლებელს, კესო ქობალიას ამ საგანმანათლებლო პროდუქტზე მუშაობის ხელმძღვანელობისათვის.  

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება