ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლის გუნდი ერთმანეთს სპორტულ-გასართობ თამაშებში შეეჯიბრა
27-05-2022
დაკოპირებულია
-
+
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების: ხარაგაულის N2, ბორის სკოლა-პანსიონის, ზვარეს, ხევის, დაბა ხარაგაულის N3 და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
ამ ეტაპზე ერთმანეთს დაბა ხარაგაულის N3, ხარაგაულის N2 და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდები შეეჯიბრნენ.
გამარჯვება ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.
ფინალური თამაში, ივნისის თვეში გაიმართება, სადაც ერთმანეთს ზონალურ ტურებში გამარჯვებული: ბორის სკოლა - პანსიონის, ხევის, ზვარეს და ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდებიან.