მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N37 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს დროს უთმობენ და მათ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს ასწავლიან.
რა თქმა უნდა, თბილისის N37 საჯარო სკოლელების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან მარინა არჩვაძესთან და ევგენია ჩიტიაშვილთან ერთად საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები ნახეს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის, ამიტომაც თბილისის N37 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან მარინა არჩვაძესთან და ევგენია ჩიტიაშვილთან ერთად, ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს.
მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო მოსწავლეებისთვის პარლამენტის მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტების ნახვა: „კონსტიტუციის,“, „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ და ა.შ. მადლობას ვუხდით მანანას იმ გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც გამოიჩინა ჩვენ მიმართ. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვულოცავთ ეროვნულ დღესასწაულს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“