მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.
კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.
მათ სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.
„დამთავრდა თქვენს ცხოვრებაში ერთი ყველაზე ხანგრძლივი და საინტერესო ეტაპი - სახელად სკოლა . ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეს მომენტი და სწორედ ახლა გჭირდებათ სწორი ნაბიჯების გადადგმა,რადგან ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება თქვენს მომავალ ცხოვრებაზე აისახება .
ძალიან ბევრი კითხვა შეგაწუხებთ, ყველაფერი დაგაინტერესებთ.
- რა ? როგორ იქნება?...შეიძლება ცოტა გაშინებთ მომავალი, რაც წინ გელოდებათ, მაგრამ ახლა იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი ძალიან ბევრი და საინტერესო თავგადასავლით!
გილოცავთ და გისურვებთ საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დაგეკარგოთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია! მინდა, განსხვავებული თვალით შეხედოთ სამყაროს. წარმატებები“,- წერს სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც