მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და ბუნებრივია, აქტიურდება მოსწავლეთა წლიური შეფასების საკითხი. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ელექტრონული ჟურნალის წარმოების პროცესში გამოიკვეთა პრობლემა იმ საგნებთან დაკავშირებით, რომელთა სწავლება ხორციელდება მხოლოდ პირველ სემესტრში. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აღნიშნული საგნები კვლავ უფიქსირდებათ საგაკვეთილო ბადეებში, რაც იწვევს სემესტრული ნიშნების არასწორ დაანგარიშებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა საჭიროება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, უზრუნველყონ სისტემა eSchool-ში შეტანილი ყველა ტიპის „საგაკვეთილო ბადის“ გადამოწმება (დასწრებული ცხრილი, დისტანციური ელექტრონული ცხრილი, დისტანციურ ჰიბრიდული ცხრილი) და უზრუნველყონ იმ გაკვეთილების წაშლა ყველა ტიპის განრიგიდან, რომელთა სწავლებაც არ ხორციელდებოდა მეორე სემესტრში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წაშლა უნდა განხორციელდეს გაუქმებული გაკვეთილების შემთხვევაშიც, რათა მოხდეს ელექტრონულ ჟურნალში, სემესტრული ნიშნების სწორედ დაანგარიშება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა