სიახლეები
სიახლეები

ჩაეთვლება თუ არა გავლილად ტრენინგი მასწავლებელს, რომელიც სავალდებულო საათებს სრულად არ დაესწრება?
04-06-2022
-
+


სტატუსიანი მასწავლებლების გადამზადება დაიწყო. სავალდებულო ტრენინგებს პედაგოგები ეტაპობრივად გადიან.

უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის 20 საათიანი ტრენინგებია განკუთვნილი, წამყვანისთვის - 12, მენტორისთვის კი 6 საკონტაქტო საათია გათვლილი.

ტრენინგები სასწავლო დღეებში საღამოს საათებში ტარდება, შაბათ-კვირას კი დილიდანვე იწყება. იქიდან გამომდინარე, რომ მასწავლებლების უმრავლესობას სასწავლო წლის ბოლოს ექსკურსიები აქვს დაგეგმილი, შესაძლოა, მათ ტრენინგის გაცდენა მოუწიოთ. გარდა აღნიშნულისა, ბევრი მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს, რის გამოც პედაგოგი ტრენინგს შეიძლება ვერ დაესწროს, მაგალითად: ელექტროენერგიის გათიშვა, ინტერნეტის ხარვეზი, ტექნიკური მოწყობილობის პრობლემა.

ეპატიებათ თუ არა მასწავლებლებს სავალდებულო ტრენინგების გაცდენა?

ტრენერების ინფორმაციით, მასწავლებელი ვალდებულია, სავალდებულო საათების მინიმუმ 70%-ს დაესწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრენინგი გავლილად არ ჩაითვლება. მაგალითისთვის: თუ თითო ტრენინგი უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის 2 საათიანია და საერთო ჯამში მასწავლებლებს ტრენერთან 10 შეხვედრა მოუწევთ (სულ 20 საათი), აქედან პედაგოგი ვალდებულია, დაესწროს მინიმუმ 7 შეხვედრას. საყურადღებოა, რომ „თიმსი“ პედაგოგთა დასწრებას ავტომატურად აღრიცხავს და ითვლება დასწრების თითოეული წუთი. 

შეუძლია თუ არა მასწავლებელს გაცდენილი საათების ანაზღაურება?

თუ საპატიოზე მეტს გააცდენთ, ასეთ დროს მასწავლებლის სახლს უნდა დაუკავშირდეთ. თუ იქნება შესაძლებლობა, პედაგოგი საათების ასანაზღაურებლად სხვა ჯგუფში გადანაწილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სავალდებულო ტრენინგები გავლილად არ ჩაეთვლება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

ვის დაუბრუნდება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა უკან - ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

ბავშვებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი უსაყვრელს პედაგოგებსაც მიულოცეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება