მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ვერნებმა“ ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები მიუძღვნა.
კლუბის წევრებმა ჩაატარეს მინი ლექცია შესაბამის თემაზე, მოაწყვეს ბიბლიოთეკის კუთხე - „გააზიარე ცოდნა“, აქტივობის ფარგლებში, გაიმართა ონლაინ ქვიზი თემაზე - ,,როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლიბა“. გამარჯვებული დაჯილდოვდა სიგელით. ასევე ჩატარდა სპორტული აქტივობა მკლავჭიდში. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომი.
„სამოქალაქო კლუბ „ვერნებმა“ აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ერთიანობა და დროთა შესაფერისი ცოდნა გადაგვარჩენს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა