მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე თამარ ყურშუბაძემ ქობულეთის მერიის მიერ ორგანიზებულ, ზურაბ გორგილაძის 85 -ე წლისთავისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსში წარმატება მოიპოვა.
მან პოეზიაში პირველი ადგილი დაიკავა. მოსწავლე მოპოვებული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა. ქობულეთის მერიამ მოსწავლეს 300-ლარიანი წიგნების სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.
სკოლა ულოცავს თამარს კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებასა და წარმოჩენას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ და არაერთ კონკურსში რთავენ, შემდეგ კი ნიჭიერ მოსწავლეთა წარმატებას საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა