სიახლეები
სკოლები

„წინ წარმატებებია! წარმატებები, რომლებიც ბავშვობის ფესვებზე ამოიზარდა“ - თბილისის N108 სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
30-05-2022
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ჩემო ძვირფასებო, ჩემო მე-12 კლასელებო, ჩემო შვილებო, დიახ ,შვილებო, და არ მომერიდება ამ სიტყვის ხმამაღლა და თამამად თქმის, რადგან ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდანვე თითოეული თქვენგანი საკუთარი შვილებივით  მიგიღეთ, ჩემი შვილის, ჩემი  - ნიკოლოზის გვერდით თქვენი არსებობა სხვაგვარად ვერც წარმომედგინა. იმ დღიდან მე 25 შვილის  დედა გავხდი. მადლობა უფალს, რომ 4 ბედნიერი წლის თქვენთან ერთად გატარება მხვდა წილად.
და აი, დღეს დაირეკა ბოლო ზარი, თქვენც წახვალთ, გააღებთ სკოლის კარს და შეერევით დიდ, უსასრულოდ დიდ სამყაროს. იცხოვრებთ ისე, როგორც ოჯახებსა და სკოლაში გასწავლეთ - სიყვარულით, აუცილებლად სიყვარულით, რადგან სიყვარულით გაკეთებული ყოველი საქმე წარმატებულია.
იქნებით ალბათ ექიმები, იურისტები, ეკონომისტები, მხატვრები... და აუცილებლად, კარგი ადამიანები. იქნებით სანდო მეგობრები და მაშინაც კი, როცა არ იქნებით ერთად, იფიქრებთ ერთმანეთზე!
ხვალიდან ბავშვობა დამთავრდება...
ხვალიდან უკეთ გაიცნობთ ცხოვრებას - თავისი ოღრო-ჩოღროებით, მაგრამ ვიცი, არ წაბორძიკდებით, ივლით თამამად, სწორად, რადგან ჩვენ ამისათვის ბევრი ვიზრუნეთ.
ხვალიდან გაიცნობთ სხვებს... მათთან ურთიერთობა არ შეგეშლებათ, რადგან თქვენ საკუთარი თავი გაქვთ შეცნობილი. იცით, ვინ ხართ და რა გევალებათ!
წლებს წლები სწრაფად მიჰყვება... წლები ვერასდროს დაგაშორებენ ბავშვობასთან, პირიქით, მის ფასს კიდევ უფრო კარგად გაიაზრებთ და მიხვდებით, როგორი  იყო თქვენს ცხოვრებაში სკოლაში გატარებული ყოველი დღე.
სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, აღმზრდელები ყველაფერს ვაკეთებდით, რომ თქვენ სიყვარულით სავსე გარემოში გესწავლათ. ცოდნასთან ერთად გამოგემუშავებინათ ის უნარები, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე დაგჭირდებათ.
წინ წარმატებებია! წარმატებები, რომლებიც ბავშვობის ფესვებზე ამოიზარდა. თუ აქა-იქ   წარუმატებლობასაც წააწყდებით, არ შეშინდეთ, ესეც ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ძლიერი ფესვები წარუმატებლობას უძლებენ და სძლევენ კიდეც.
„არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში!  ყოველ გრიგალს სიმშვიდე მოსდევს,  სიბნელეს – განთიადი და სინათლე,  დასავლეთს – აღმოსავლეთი,  დაცემას – სინანული,  ყოველ „ჯვარცმას” – „აღდგომა”,  ყოველ პრობლემას – მისი მოგვარება,  ყოველ ცრემლს – ღიმილი,  ყოველი დაბრკოლებისა და სირთულის შემდეგ – უფალი იესო ქრისტე მოდის!“

რამდენიმე რჩევას მოგცემდით დიდი მოწიწებით:

  • დრო – მათემატიკური სიზუსტით უნდა გათვალო, უძვირფასესია!!!
  • ღირსება – არასდროს, არავის გულისათვის არაფერში არ უნდა გაცვალო, ფასდაუდებელია!!!
  • სიყვარული – ყველგან უნდა გაავრცელო, რამდენიც საჭიროა!
  • ერთგულება – არ უნდა დაახურდავო წვრილად, ხელშეუხებელია!!!
  • მეგობრობა – ასჯერ უნდა გაზომ-აწონო, რომ წონაში არ მოტყუვდე.
  • საქმე – საკუთარი შვილივით უნდა გიყვარდეს, სასურველი ნაყოფი რომ მოგცეს!!!
  • ოჯახი – ციხესიმაგრეა და მის სადარაჯოზე სულ ფხიზლად უნდა იდგე.
  • რწმენა – უდიდესი ძალაა, რაც გულით უნდა ატარო გასამხნევებლად და სანუგეშოდ.
  • სიტყვა – მარცვალია, რომელიც საღ ნიადაგში ხარობს და მხოლოდ ღმერთმა იცის, რა დროს გიბოძოს ღონე,  რათა   "რაც დათესე, ის მომკა."

დადგა ის დღეც, როდესაც უნდა დაგემშვიდობოთ  სკოლის კედლებში, ერთმანეთს - როგორც მასწავლებელი და მოსწავლე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ურთიერთობები ამით არ სრულდება.
თქვენ გადადიხართ ცხოვრების იმ ეტაპზე, რაც მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
გილოცავთ სკოლის დამთავრებას,  დაგილოცავთ თქვენი ცხოვრების სავალ გზას, იღბალი და უფლის წყალობა იყოს მუდამ თქვენი მეგზური,  დარწმუნებული ვარ ბევრჯერ ვიამაყებ თქვენი წარმატებებით,  მუდამ მემახსოვრებით, ნათელი და უეკლო ყოფილიყოს მომავლის ბილიკები.
დამრჩება თქვენგან წარუშლელი მოგონებები.
მიყვარხართ და მეამაყებით.
მაგრამ დავამატებდი იმასაც, რომ  კარგი შვილების უკან  დგანან ის მშობლები, რომლების წინაშეც ვიხდი ქედს ასეთი აღზრდილი და გაზრდილი შვილებისთვის.
მადლობა მშობლებო, იმ უსაზღვრო თანადგომისთვის, რასაც მაგრძნობინებდით თქვენ ყველა საჭირო მომენტში.
და ბოლოს, ერთ- ორ სიტყვას ვიტყვი, როგორც მშობელი  და ახლა უკვე არა, როგორც პირველი მასწავლებელი:
საჯაროდ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო 108-ე საჯარო სკოლის დირექტორს და ჩემი შვილის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქ/ნ  მაია  მღვდელაძეს, იმ სითბოსთვის, პროფესიონალიზმისთვისა და სიყვარულისთვის, რომელსაც გასცემდით ჩემი შვილის მიმართ (და არა მარტო ჩემი შვილის) ყოველთვის გვერდში დგომისთვის, დარიგებისთვის, გამხნევებისთვის და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენი რამისთვის... ძალიან გვიყვარხართ, ჩვენო უძვირფასესო ქალბატონო!
დირექტორის მოადგილეებს ქ/ნ ნინო  არობელიძესა და თამარ გალეგაშვილს ჩემი შვილისთვის გაწეული ყველა სიკეთისთვის...
კლასის დამრიგებელს და ქიმიის  მასწავლებელს, ქ/ნ  ხათუნა   ფირცხელაურს საუკეთესო აღზრდისთვის და საგნის სიღრმისეულად შესწავლისთვის,  მზრუნველი დამოკიდებულებისთვის, მუდმივი მხარდაჭერისა და მარადიული სტიმულისთვის.
ყოველთვის მინდოდა უდიდესი მადლობა გადამეხადა სათითაოდ ყველა იმ საგნის მასწავლებლისთვის, ვინც ჩემს შვილს ასწავლიდა ამ წლების განმავლობაში, მისცა ცოდნა, ჩამოუყალიბა და განუვითარა ის უნარები, რაც ღირსეულ ადამიანს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს.
მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც გაიზიარა ჩვენი სიხარული.
კიდევ და კიდევ გილოცავთ, ჩვენო მეთორმეტეებო, ბედნიერი და წარმატებული გზებით გევლოთ, ჩვენ თქვენ გვეამაყებით და გვეიმედებით!“,- ვკითხულობთ პედაგოგის მისალოც სიტყვაში.


იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

PISA-ს საცდელი ტესტირება საქართველოს სკოლებში ჩატარდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება