სიახლეები
სიახლეები

KIU-ში ჩაბარება 3 მთავარი მიზეზის გამო გადავწყვიტე - ლუკა გოგოლაძე, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი
30-05-2022
-
+


მათემატიკით პირველივე კლასიდან ვიყავი დაინტერესებული, შემდეგ უკვე ინფორმატიკამ და პროგრამირებამ გამიტაცა - გვეუბნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლუკა გოგოლაძე და ჩვენთან საუბარში იმ მთავარ მიზეზებსაც ასახელებს, რის გამოც გადაწყვიტა უმაღლესი განათლების მისაღებად KIU-ში ჩაბარება. 

„მეშვიდე კლასამდე ქართულ-ინგლისურ კერძო სკოლაში „ბრიტანიკა“ ვსწავლობდი. მათემატიკით თავიდანვე ვიყავი დაინტერესებული და ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას ოლიმპიადებში. მეხუთე კლასიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში „მზიური“ დავიწყე სიარული, სადაც უკვე ინფორმატიკის ოლიმპიადებისადმი გამიღვივდა ინტერესი. შემდგომ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ჩავაბარე. დღემდე არ შემიწყვეტია მათემატიკისა და პროგრამირების მიმართულებით განვითარება.

KIU-ში ჩაბარება 3 მთავარი მიზეზის გამო გადავწყვიტე:

პირველი - KIU-ს TUM-თან (Technical University of Munich) თანამშრომლობის ფაქტორი, რამაც დამარწმუნა იმაში, რომ პროფესორების კვალიფიკაციასა და კურიკულუმის ხარისხზე ნერვიულობა არ მომიწევდა - ეს მოლოდინი მეტწილად გამართლდა, მაგრამ ვგრძნობ რომ KIU-ს ჯერ კიდევ სჭირდება ამ მიმართულებით მუშაობა.

მეორე მიზეზი გახლდათ - კამპუსი, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა - ეს მოლოდინი თითქმის გამართლდა, თუ კამპუსის ზოგ არასაჭირო შეზღუდვას არ გავითვალისწინებთ.

მესამე ფაქტორი - KIU-ში ჩამბარებელთა დიდ ნაწილს პირადად ვიცნობდი და მათთან ერთად სწავლისა და საინტერესო პროექტებში ჩართვის სურვილი მქონდა - ეს მოლოდინი გამართლდა“, - გვეუბნება ლუკა გოგოლაძე.

სტუდენტი აღნიშნავს, რომ ყოველთვის მზად არის საინტერესო პროექტებში მიიღოს მონაწილეობა და ამ მხრივ უნივერისტეტში საკმაოდ დატვირთულია. ამასთან, ლუკა გოგოლაძე უნივერსიტეტის მთავარ პლუსსაც გვიზიარებს: „ჩემი აზრით, KIU-ს ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ ფოკუსირებულია პროგრამირების მეცნიერულ მხარეზე და ფუნდამენტურ თემებს სიღრმეებში, დეტალურად განიხილავს. KIU-მ შეძლო ამ მიმართულებით ჩემთვის საინტერესო და ახალი ცოდნის შემოთავაზება, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება პროექტებში ჩართულობას, მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის მზად ვარ საინტერესო აქტივობებისათვის, შესაძლებლობებისათვის. გახლავართ უნივერსიტეტის კლუბის „Competitive Programming“ ერთ-ერთი მენტორი, ვმონაწილეობ KIU ვიზუალური მათემატიკის ფესტივალში/KIU Visual Math Fest 2022, KIU-ში შეძენილ მეგობრებთან ერთად ვმუშაობ არაერთ პირად პროექტზე.

უნივერსიტეტში ჯერ მხოლოდ I და II კურსის სტუდენტები ვართ, თუმცა KIU უკვე გვეხმარება სტაჟირების შესაძლებლობებით. ამასთან, იმედს ვიტოვებ, რომ უნივერსიტეტი ხელს შეგვიწყობს მსხვილ კომპანიებთან/დამსაქმებლებთან კავშირების დამყარებაში“, - აღნიშნავს ლუკა გოგოლაძე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

ვის დაუბრუნდება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა უკან - ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ატარებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლიც მოირგეს და წითელ ხალიჩაზეც თავდაჯერებულებმა გაიარეს

 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

ბავშვებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი უსაყვრელს პედაგოგებსაც მიულოცეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება