მთელი სკოლა, დიდი თუ პატარა, ასევე სტუმრები, იმ დღეს დაწყებითებთან მოსული ,,ქოუჩი", სოფ. კალის ფიზიკის მასწავლებელი, მამა კვირიკე (ცინდელიანი), სოფ. იელის მათემატიკის მასწავლებელი, ანა აბესაძე და ზოგიერთი მშობელი საათზე მეტ ხანს ვუყურებდით წარმოდგენას. ჩვენს თვალწინ იშლებიდა ქართული ცეკვა და სიმღერა, დაწყებული კახური ,,ჩაკრულოთი" და ,,მრავალჟამიერით" დამთავრებული სვანური ,,ლილეთი" და ,,ფერხულით" , რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, იყო ღვთაებრივი ,,სამაია" და ,,დაისი"..., არაჩვეულებრივი ,,აჭარული"..., სულისშემძვრელი ,,ხორუმი"... და ,,ხანჯლური"... და სხვადასხვა.
კახურსა და სვანურს, ასე გამიგონია, ერთი ფუძე აქვსო, მოულოდნელად გაისმა მამა კვირიკეს ხმადაბალი და ყველას ყურადღება ამ მორიდებული ხმისკენ მიიქცა. ჩვენც გულისყურით დავუკვირდით ამ საგალობლებს და ძალიან ადვილად შევამჩნიეთ საერთო ქართული ძირი მათი ფესვებისა..., უმნიშვნელო სხვაობაზეც ითქვა მცირედი, კახური ვაზის ყვავილში და ვენახის ზვრებში ჰორიზონტზე მზეს ეზიარება, სვანური თეთნულდის თეთრ გულზე გაივლის და შხარას ვერტიკალით ზეცამდე ამაღლდებაო.
ქალბატონმა თეამ მის მიერ მოწყობილი ფრიად ამაღელვებელი ფოლკლორის საღამო არცთუ შემთხვევით დაასრულა დამოუკიდებლობის დღის მოლოცვით და დიდი ანზორ ერქომაიშვილის გახსენებით, დამსწრეთ შეახსენა რა, რომ სწორედ ეს კაცი იყო ის, ვინც თავის გურულ ოდაში ათწლეულების მანძილზე ჩუმად იცავდა და ინახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს... ალბათ, შემთხვევითი არც ისაა, რომ იფარის სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ქ-ნი თეა გახლავთ ჭეშმარიტად მახვში სვანის, ფოლკლორისტებში ერთ-ერთი ცნობილი ქართველის, ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის, ანსამბლ ,,რიჰოს" ხელმძღვანელის, ბ~ნ კანდიტ მერლანის ქალიშვილი- ზღვა წარმატებები მას და მის მოსწავლეებს!
ვისარგებლებთ შემთხვევით, თუმცა შემთხვევითი, ალბათ, არც ესაა და ეტალონის ფურცლებიდან 81 წლის იუბილეს მივულოცავთ ბატონ კანდი მერლანს- მრავალჟამიერ თაობები გამოეზარდოს მასაც კვლავ!“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: