მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის საბავშვო ბაღების გარე სივრცეები მაქსიმალურად ფუნქციონალურად მოეწყო. ჭიათურის „გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ ადმინისტრაციამ, ბაღებისთვის კონკურსი - „ჩვენი ეზო“ გამოცხადდა. პროეტის მიზანი იყო, საუკეთესო შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული ჯგუფების გამოვლენა და მათი ფანტაზიითა და მეორადი მასალების გამოყენებით, ეზოების განახლება. კონკურსში ჩართული ბაღის თანამშრომლებმა ფასდაუდებელი სამუშაო შეასრულეს, შედეგმაც არ დააყოვნა - ბაღების განახლებული, ფერადი ეზოები შთამბეჭდავი სანახავია.
როგორც ჭიათურის „გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, საბავშვო ბაღის ეზო თავისთავად უნდა იყოს დამატებითი ინსტრუმენტი ბავშვის განვითარების ხელშესაწყობად. ბაღის გარე სივრცე საშუალებას უნდა იძლეოდეს ბავშვი ჩაერთოს მრავალფეროვან აქტივობებში, ითამაშოს ყველამ ერთად ან მცირე ჯგუფებში, წყვილებში ან განმარტოებით, მოსინჯონ საკუთარი ძალები, განახორციელონ ჩანაფიქრი, იკვლიონ, ითამაშონ და გაერთონ.
პროგრამის ხარისხის სტანდარტი ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისათვის მოითხოვს მათ ყოველდღიურ ჩართულობას გარე აქტივობებში. ბაღის ეზო მოწყობილი უნდა იყოს მაქსიმალურად ფუნქციონალურად.
სწორედ ეს იყო ჭიათურის „გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ ადმინისტრაციის მიზანი, როდესაც ბაღების გარე სივრცეების მოწყობა გადაწყვიტა. თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებლად გამოცხადდა კონკურსი - „ჩვენი ეზო“ რომლის მიზანი იყო, საუკეთესო, კრეატიული, შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული ჯგუფების
გამოვლენა.
„შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, თითოეული ბაღის კოლექტივმა ფასდაუდებელი სამუშაო შეასრულა, მათთან ერთად აქტივობებში სისტემატიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები და თემის წარმომადგენლები. მუშაობის ძირითადი პრინციპი იყო საკუთარი შემოქმედებითი უნარებით, ფანტაზიითა და მარჯვე ხელებით შეექმნათ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მეორადი მასალების გამოყენებით. მოეწყო სენსორული ბილიკები, გაკეთდა მუსიკალური კედლები, აშენდა პატარ-პატარა სახლები განმარტოებისათვის, შეკეთდა და შეიღება ძველი ატრაქციონები, მოიხატა კედლები, გამოიყო სივრცეები აქტივობებისათვის. უნდა ითქვას რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა, განახლებულმა, ფერადმა ეზოებმა ჩვენი აღსაზრდელების ყოველდღიურობა უფრო გაახალისა და გაალამაზა“,- აღნიშნავენ ჭიათურის „გაერთიანებულ საბავშვო ბაღში.“
გაერთიანების ხელმძღვანელობამ კონკურსში გამარჯვებული ხუთი ბაღი გამოავლინა, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით დაასაჩუქრა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს