სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ყოველთვის იყო და არის გამოწვევა მოსწავლეებისთვის“- „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
31-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

27 მაისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ყაზბეგის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული არშის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიტა ხულელიძემ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ყაზბეგელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში-ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერი, მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები საუბრობენ.

ბაკურ ავსაჯანიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები და დაინტერესებაც დიდია. ჩვენ თანამშრომლობასა და აქტიურ მონაწილეობას გავაგრძელებთ. მუნიციპალიტეტიდან რაც უფრო მეტი გამარჯვებული მოსწავლე იქნება, ეს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან გასახარი იქნება.

გიორგი ავსაჯანიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის  უფროსი:

ჩვენ „ეტალონს“ მხარს ვუჭერთ და ყოველთვის მზად ვართ, რომ მოსწავლეებს ხელი შევუწყოთ, რათა ამ პროექტში ჩაერთონ და საკუთარი უნარები გამოსცადონ. ბავშვებს პროექტში მონაწილეობა ძალიან უხარიათ, ეს ყველაფერი მათ მოტივაციას უქმნის, რადგან შეჯიბრებითობის პრინციპით, საშუალება ეძლევათ, რომ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები გამოავლინონ. ვფიქრობ, მშვენიერი პროექტია, მერია მას მხარს უჭერს.

ქეთევან ალიბეგაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: 

„ეტალონი“ ყოველთვის იყო და არის გამოწვევა მოსწავლეებისთვის. ისინი ზოგად ცოდნას ამოწმებენ და სიხარულით ერთვებიან. პირადად მე, ონლაინ კონკურსის გამართვას, მირჩევნია, რომ პირისპირ ფორმატში ტარდებოდეს. სულ სხვა ხალისი იყო, ხოლმე, როდესაც დასწრებით იმართებოდა, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე ონლაინ ფორმატიც მისაღებია. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან დაინტერესება და ჩართულობა ყოველთვის მაღალი იყო და ახლაც ასეა. 

მარიტა ხულელიძე, „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლა:

გამარჯვებას არ ველოდი, „ეტალონში“ მონაწილეობა საკუთარი თავის გამოსაცდელად მივიღე. თავიდან, გამარჯვების შესახებ რომ შევიტყვე და როდესაც გავაცნობიერე, ძალიან სასიამოვნო იყო და გამიხარდა. რაც შეეხება ფინალს, მაქსიმალურად ჩავერთვები, რომ ჩემი რეგიონი კიდევ ერთხელ ვასახელო. სტატუსი „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვებით ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცე. ამით მე თავდაჯერებულობა მომემატა. „ეტალონში“ წელს მესამედ მივიღე მონაწილეობა და მიხარია რომ დამიფასდა მონდომება. 

რუსუდან გელაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლის დირექტორი:

მარიტა ხულელიძე ძალიან მოტივირებული, აქტიური და ბეჯითი მოსწავლეა. ყველა საგანს ერთნაირად სწავლობს. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეული წარმატება როგორც მოსწავლისთვის, ასევე სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ნებისმიერ ტესტირებაში მონაწილეობა ძალიან საინტერესოა, რადგან მოსწავლეები გამოცდილებას იძენენ, კომპლექსებისგან თავისუფლდებიან და შემდეგ საფეხურებზე წარმატების მიღწევისკენ უხსნის გზას. ის, რომ მოსწავლე ასეთი წარმატებულია, სკოლაზე, რასაკვირველია, დადებითად მეტყველებს.

ნანა სულიაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ჩვენი „ეტალონი მოსწავლე“ ძალიან მობილიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანია, სულ წიგნებშია ჩაფლული და ნამდვილად გამორჩეული მოსწავლეა. მისგან ამ შედეგს ველოდი. ვფიქრობ, რომ ფინალშიც გაიმარჯვებს. „ეტალონში“ მიღწეული წარმატებას სკოლისა და მოსწავლისთვის ძალიან გასახარია. ჩვენი სკოლიდან მოსწავლეები ჩემპიონატში აქტიურად ერთვებიან.

ეთერ პაპიაშვილი, სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის პედაგოგი:

ინტელექტ-ჩემპიონატში მიღწეული წარმატება გიმნაზიის პრესტიჟზე დადებითად აისახება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ სხვადასხვა კონკურსებში ვმონაწილეობთ და აქტიურები ვართ. „ეტალონი“ ძალიან გვიყვარს, ზოგადად, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ კონკურსში ყოველთვის კარგ შედეგს აღწევენ. შეიძლება ითქვას, რომ მასში მოსწავლეების მონაწილეობით, პედაგოგები გამოცდას საკუთარ თავსაც ვუტარებთ, რადგან ეს ჩვენი შრომის შედეგიცაა. ამას მოსწავლეებიც კარგად ითავისებენ, ძალიან ყოჩაღები და მშრომელები არიან. ტესტებზე დამოუკიდებლად იმუშავეს და თავიანთი ცოდნა გამოავლინეს.

მარიამ ხეთაგური, მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე - სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი:

ჩემპიონატში მიღწეულ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. მეორე ადგილზე კი არა, ათეულში რომ მოვხვდებოდი, ისიც არ მეგონა. ტესტირებისთვის არ მოვმზადებულვარ, რამდენიმე დღით ადრე გამაფრთხილეს, რომ „ეტალონი“ იქნებოდა და მკითხეს, მინდოდა თუ არა მონაწილეობა. ჩემპიონატში ადრეც ჩავერთე, როდესაც დასწრებით ფორმატში იმართებოდა. ამ წარმატებამ საკუთარი თავის რწმენის მხრივ, რაღაცები შეცვალა, უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემძინა. ტესტები პირველ ეტაპზე შედარებით მარტივი იყო, მეორეზე უფრო რთული, მაგრამ დაუძლეველი არაფერი.

მარიამ პაპიაშვილი, მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე - სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი:

„ნამდვილად არ ველოდი, რომ ამხელა ქულას ავიღებდი და მესამე ადგილს დავიკავებდი. ძალიან გამიხარდა, რომ მესამე ადგილი დავიკავე. ჩემპიონატში შარშანაც ვმონაწილეობდი, მაგრამ ასეთი კარგი ქულა არ მიმიღია.

ასევე იხილეთ:

2022 წლის „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან“- ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ყაზბეგელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება