სიახლეები
სკოლები

კიროვაკანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვიქტორინა-კონკურსი მიეძღვნა
31-05-2022
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლაში ქართული ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით  ვიქტორინა-კონკურსი „ეს დღე ჩვენია!“ გაიმართა. 

კითხვები იყო როგორც საქართველოს ისტორიიდან და გეოგრაფიიდან, ასევე, ზოგადად, 26 მაისთან დაკავშირებული საინფორმაციო თემებიდან.

ვიქტორინაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. გამოვლინდა პირველი ადგილის მფლობელიც, ის ვალერი მოვსესიანია.

კონკურსის მიმდინარეობას სკოლის დირექტორი პეტროს აკოპიანი აკვირდებოდა.

ვიქტორინის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  განსაკუთრებული  ფორმატით  აღინიშნა კიროვაკანის საჯარო სკოლაში. საბაზო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ ქართული ენის მასწავლებლის, მ. ვახტანგიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ  ვიქტორინა-კონკურსში „ეს დღე ჩვენია!“
კონკურსის მიმდინარეობას აკვირდებოდა სკოლის დირექტორი, პ. აკოპიანი და პედაგოგები: ი. კარაგეზიანი და კ. აკოპიანი.
„26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. აუცილებელია, ინფორმაცია გვქონდეს ამ დღესთან დაკავშირებით და ჩვენც შევეცადეთ კონკურსის სახით გაგვეაქტიურებინა მოსწავლეებში ის თემები, ის კონკრეტული საინფორმაციო საკითხები, რასაც ფლობდნენ და რაც მოამზადეს ამ დღისთვის“,-  მ. ვახტანგიშვილი.
დირექტორმა მადლობა გადაუხადა  მოსწავლეებსა და ორგანიზატორ   მასწავლებელს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება