სიახლეები
სკოლები

თბილისის N133 სკოლის მეცხრეკლასელმა, სალომე რუხაიამ IB პროგრამის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა
31-05-2022
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.

სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე მეცხრეკლასელეი სალომე რუხაია გახლავთ, რომელმაც ბრიტანულ- ქართული აკადემიის IB პროგრამის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა. სალომემ ყველა გამოცდა დიდი წარმატებით ჩააბარა, გრანტი დაიმსახურა და 1 წლის განმავლობაში აკადემიაში ისწავლის.

„ეს ულამაზესი გოგონა თბილისის N133 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე სალომე რუხაიაა, სულ ახლახანს სალომეს შეატყობინეს, რომ მან ბრიტანულ-  ქართული აკადემიის IB პროგრამის 100% - იანი დაფინანსება მოიპოვა და ის ერთი წლის განმავლობაში ისწავლის ამ აკადემიაში. მანამდე იყო ურთულესი გამოცდები ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში, რა თქმა უნდა ინგლისურ ენაზე. სალომემ უმაღლესი შეფასებით ჩააბარა ყველა (ექვსივე) გამოცდა და ღირსეული გრანტიც მისია.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აკადემიის ლექტორების შეკითხვაზე: სად და რომელი პროგრამით ემზადებოდიო, სალომემ ამაყად უპასუხა, რომ ის არასდროს არც ერთ საგანში კერძო რეპეტიტორთან არ მომზადებულა და მან ეს ცოდნა მშობლიურ, თბილისის N133 საჯარო სკოლაში დააგროვა; რომ იტყვიან ჩვენი საამაყო გოგონაა, საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიჭით დაჯილდოებული და ამ სფეროშიც მას არაერთი წარმატება აქვს. დაგელოცოს მშობლები ძვირფასო სალომე, დაგელოცოს სკოლა, სადაც ყველას უყვარხარ. დაგელოცოს სავალი გზა ჩვენო სიამაყე გოგო“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება