სიახლეები
სიახლეები

„საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი წესი შემუშავდა“ - დეტალები
31-05-2022
-
+


პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, - ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

.რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge. ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

„2022 წლის მიღებისთვის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ადგილების უპრეცედენტო რაოდენობაა გამოცხადებული. მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები, 200-ზე მეტ სხვადასხვა სფეროს მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, 17 000-ზე მეტ სტუდენტს მიიღებენ. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შემუშავდა პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, ერთიანი მიღების ფარგლებში იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო დაწესებულებაში. ამდენად, ყველა ავტორიზებული, მათ შორის, კერძო დაწესებულება სტუდენტებს მხოლოდ ერთიანი მიღების ფარგლებში, საერთო პლატფორმის მეშვეობით ჩარიცხავს.

აღნიშნული მიდგომა გაზრდის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში.

აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ. პროგრამის დასრულების შედეგად გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი, რომელიც სურვილის შემთხვევაში სტუდენტებს უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

გაზრდილია დუალური პროგრამების რაოდენობაც. აღნიშნული პროგრამები ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით, რაც პროფესიის რეალურ სამუშაო გარემოში დაუფლებას გულისხმობს.

აპლიკანტთა ჩარიცხვის პროცესში გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მექანიზმები, რაც, პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტთა შერჩევა-შეფასების მიმართულებით გაცილებით მოქნილ მიდგომებს ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით, საქართველოში ფორმალური პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია განსხვავებული საჭიროებებისა და შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ყველა იმ პროგრამაზე რომელზეც გამოცხადებულია მიღება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისთვის არსებობს სპეციალური ტიპის, პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რაც გულისხმობს სასწავლო პროცესის მორგებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის, პირადი ასისტენტის და სხვა საჭირო მხარდაჭერას. ასევე, მნიშვნელოვანია რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირისთვის, შესაძლებელია პროგრამის პრაქტიკული მოსინჯვა და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მისთვის საუკეთესო პროფესიული არჩევანის გაკეთება.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევა 24 აგვისტოს დაიწყება და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება