სიახლეები
ეტალონი

„როდესაც ვამბობთ, რომ „ეტალონი“ იწყება, ყველა მოსწავლე მობილიზებულია“- ხონის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა
31-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

27 მაისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხონის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ხონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული გუბის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლანა ნიჟარაძემ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ხონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე, სკოლის დირექტორი და პედაგოგი საუბრობენ.

მარიკა რუხაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი: 

„ეტალონი“ ძალიან საჭირო და საინტერესო კონკურსია. დიდ მადლობას ვუხდი მის ორგანიზატორებს, ასეთი კარგი და სასარგებლო პროექტისთვის. ის, ბავშების ზოგადი ცოდნის გასაღრმავებლად ძალიან კარგია. ამ პროექტში მიღწეული წარმატება მოსწავლეების მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელვანი ფაქტორია. ყველა გამარჯვებული ვერ იქნება, მაგრამ მონაწილეობაც ძალიან კარგია. ტესტირების პროცესს მერიიდან ჩვენი წარმომადგენელი აქტიურად აკვირდებოდა.

ხათუნა ქობალია, ხონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: 

„ეტალონი“ რომ არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო პროექტია, ეს არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ. მინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს, რადგან თავიანთ თანამოაზრედ მთვლიან და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. რაც შეეხება ხონის მუნიციპალიტეტიდან ჩართულობას, ის ყოველთვის მაღალია. არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი. ათეულში 5 ადგილი გუბის საჯარო სკოლას ერგო, გამარჯვებულიც ამ სკოლიდანაა. მე მათ ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. მინდა აღვნიშნო, რომ ხონი ყოველთვის გვერდით უდგას და მხარს უჭერს „ეტალონს“. როდესაც ვამბობთ, რომ „ეტალონი“ იწყება, ყველა მოსწავლე მობილიზებულია. ვიმედოვნებ, რომ პანდემიის დამთავრებისას კონკურსი დასწრებით ეტაპში გაიმართება. ამ პროექტისთვის ძალიან დიდი მადლობას ვუხდი ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.

ინგა ტალახაძე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველი სამი ადგილო ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მოსწავლეებს მოტივაციას უქმნის, რათა მეტი ისწავლონ, უფრო ყოჩაღები იყვნენ და „ეტალონში“ ჩაერთონ. ასეთი გამოწვევები ბავშვებისთვის ძალიან საინტერესოა. ისინი კონკურსში გულმოდგინედ ჩაერთნენ. ნამდვილად ველოდებოდი, რომ საპრიზო ადგილებს დაიკავებდნენ, რადგან მონდომებულები იყვნენ და ეს პროექტი ძალიან უყვართ. „ეტალონი“ მოსწავლეებს მოტივაციას უქმნის. ტესტირებაში კითხვები ყველა საგნიდანაა, რაც ბავშვებს უბიძგებს, რომ ყველა დეტალს მიაქციონ ყურადღება და კარგად ისწავლონ. ის მოსწავლეები, ვინც წელს ვერ მიიღეს მონაწილეობა, სხვებს ეკითხებოდნენ, თუ რა კითხვები იყო, რამდენად საინტერესო, შესაბამისად, ბავშვების დაინტერესება ძალიან მაღალია და ერთი სული აქვთ, გაისად მონაწილეობა მიიღონ.

ლანა ნიჟარაძე, „ხონის ეტალონი მოსწავლე“- ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლა:

ჩემთვის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ტესტირებისთვის წინასწარ ვემზადებოდი, ვღელავდი კიდეც, თუმცა ტესტები არ მერთულა. „ეტალონში“ პირველად მივიღე მონაწილეობა და როდესაც გავიგე, რომ პირველ ადგილზე გავედი, ძალიან გამიხარდა, ემოციების ქვეშ ვიყავი. ახლა კი ფინალური ეტაპისთვის ვემზადები.

უჩა ტალახაძე, მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლა:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობის მისაღებად ვემზადებოდი. არ მიფიქრია, თუ რომელ ადგილს დავიკავებდი. მე „ეტალონში“ გასულ წლებშიც ვმონაწილეობდი. როდესაც გავიგე, რომ მეორე ადგილი დავიკავე, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი.

კოტე რამინაშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონში“ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ნამდვილად აქტიურად იყვნენ ჩართული. პირველ 3 ადგილზე ჩვენი სკოლის მოსწავლეები გავიდნენ, რაც სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიღწეული შედეგით ყველა ძალიან ბედნიერები ვართ, მასწავლებლები ბავშვების წარმატებით გახარებულები ვართ. ჩვენი „ეტალონი მოსწავლე“ ფინალისთვის მომზადებასაც მალე დაიწყებს.


ასევე იხილეთ:

ხონის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„ეტალონში“ დასმული შეკითხვები მასწავლებლებსაც ბევრ რამეში გვეხმარება“- ხონის მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ხონელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება