მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
სკოლის დირექტორმა, რუსუდან ბიწაძემ პატარა მოსწავლეებს მიულოცა სასწავლო წლის დასრულება და პედაგოგებს, მშობლებს მადლობა გაწეული შრომისთვის გადაუხადა.
„27 მაისს სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა. მოეწყო პირველკლასელთა გამოსაშვები საღამო. პატარებმა Iა კლასის დამრიგებლის მარინე ცუცქირიძის და Iბ კლასის დამრიგებლის როზა ჩინჩალაძის ორგანიზებითი მოაწყვეს ზეიმი. სკოლის დირექტორმა რუსუდან ბიწაძემ მადლობა გადაუხადა: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექციას, მშობლებს პირველკლასელებთან ერთი წლის განმავლობაში გაწეული შრომის, სიყვარულისთვის და პირველკლასელი მოსწავლეები დაასაჩუქრა სამახსოვრო ფოტოალბომებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“