სიახლეები
სკოლები

უჩხითის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ ოქროს სიგელები მიენიჭათ
31-05-2022
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის მოსწავლეები -  გიორგი გვარიშვილი, ზურაბი ნინიძე, ნინო ნინიძე და ნიკა ნინიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ქედის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მერე ეტაპის მონაწილებს ოქროს სიგელები მიენიჭათ. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

19 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქედელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 59 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ქედის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 20 მაისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ფესტივალში მონაწილეობდა  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები:  მარინა მამალაძე, ნინო ბერძენიშვილი და ნანა ჩხიკვაძე 

მასწავლებლებს ვადა 3 ოქტომბრამდე აქვთ - ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა

სარეკომენდაციო ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია, თუ რამდენ წუთს უნდა გაგრძელდეს გაკვეთილი მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად


პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები
აგროკლუბელები ფუტკრის ოჯახზე გულმოდგინედ ზრუნავენ

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო 

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის 

ლაცორიის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს პირველკლასელებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო 
საინტერესო

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება