სიახლეები
ეტალონი

ვანში „ეტალონის“ შესარჩევი ტური სკოლების მაქსიმალური ჩართულობით ჩატარდა
21-03-2018
-
+


ვანის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ვანის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ვანის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ვანის რესურსცენტრის უფროსი ივანე კორძაძე:

„ვანის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ორგანიზებულად და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა. ბავშვები დაინტერესებულები არიან ინტელექტ-ჩემპიონატით. როგორც იცით, წინა წელს „ვანის ეტალონმა მოსწავლემ“  ფინალურ ღონისძიებაზე მესამე ადგილი მოიპოვა. გვიდნა, უფრო მეტი წარმატება ჰქონდეთ ჩვენს სკოლებსა და მოსწვალეებს. მეორე ტურში გადასულ ბავშვებს მასწავლებლები ამზადებენ ხვალინდელი დღისთვის, ეხამრებიან,  რომ თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ. „ეტალონი“ ნამდვილად ეროვნული პროექტი. მის მიმართ ყველანი განსაკუთრებული პასუხისმეგბლობითა და პატივისცემით ვართ განწყობილები.“
  
ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი თეონა ადეიშვილი:

„შესარჩევ ტურში ჩართვის სურვილი ძალიან ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებიდან. ორგანიზებულად ჩავატარეთ ტესტირება. ბავშები მოუთმენლად ელოდნენ ქულების გამოცხადებას. როდესაც გაიგეს, რომ მეორე ტურში სამი მოსწავლე გადავიდა, აღნიშნეს, კარგი იქნებოდა, ჩვენც მათ რიგებში ვყოფილიყავითო. მინდა გითხრათ, რომ ეს სამი მოსწავლე თავგადაკლული მუშაობს. მასწავლებლები ვეხმარებით, ვამზადებთ, რომ ღონისძებაზე მაქსიმალურად გამოამჟღავნონ თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ყველანი ველოდებით ხვალინდენ დღეს. მოსწავლეებს ამ ღონისძიებაზე დასწრებას პირველი კლასიდან ვაჩვევთ. პირველი კლასიდანვე უნდა ნახონ, როგორია გამარჯვება და ცოდნის ზეიმი.“

ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი ნარგიზა ტყეშელაშვილი:

„ეტალონი“ მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს. მინდა გითხრათ, რომ ასე მასიურად სხვა კონკურსებში არ ჩართულან. ტესტირება რომ დავასრულეთ, ბავშვებთან ერთად გადავამოწემთ მათი ნამუშევრები. გავაანალიზიეთ შეცდომები. ვფქირობ, რომ ეს შედგეს გამოიღებს და უკეთ მომავალში მოემზადებიან.“

ზედა ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ტყეშელაშვილი:

„ეტალონის“ პირველ ტურში ჩვენი სკოლიდან მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა იყო. ობიექტურად და წესების დაცვით ჩავატარეთ ტესტირება. ერთი მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში. მთელი სკოლა გულშემატკივრობს მას და წარმატებებს უსურვებს.“

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება