მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის შემოქმედებითი კლუბის - „ფანტაზია საზღვრების გარეშე“ წევრების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კლუბის წევრების ნამუშევრები სხვადასხვა ჟანრსა თუ დარგში, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვადასხვა ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები. გამოფენა შინაარსიანი და მრავალფეროვანი იყო.
დამთვალიერებელმა თავიანთი ემოციები შთაბეჭდილებების წიგნში გადაიტანა. მოსწავლეები შემოსული თანხით კლუბის ხელშეწყობისათვის საჭირო რესურსებს შეიძენენ.
„განხორციელებული აქტივობებით დაიხვეწა მოსწავლეთა წერის უნარები, უფრო მოტივირებული და თავდაჯერებულნი გახდნენ, შეუძლიათ ახალი იდეების და ინიციატივების შეთავაზება და განხორციელება.
მაღალ საფეხურზე პროფესიული არჩევანის გაკეთებასაც უწყობს ხელს, რადგან რამდენიმე მოსწავლე უკვე ჩამოყალიბდა მკაფიოდ თავის შესაძლებლობებში. არაფორმალური განათლება ძალზედ მნიშვნელოვანია არამარტო ინდივიდუალური ხელშეწყობისათვის არამედ მათი სოციალიზაციისთვისაც. მოსწავლეებს აქვთ თანამშრომლობითი უნარები, არიან მეგობრულები და მიზანდასახულები. აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, საგნობრივ თუ სხვადასხვა პროექტებში. წარმატებები შემოქმედებს მათ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
კლუბის ხელმძღვანელი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ვენერა აბუსერიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ კლუბს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“