მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში, მოსწავლეთა სასკოლო კონკურსი, ყოველწლიურად იმართება.
მორიგი კონკურსი სახელწოდებით: „რა იცი შენი ქვეყნის წარსულის შესახებ“ 30 მაისს გაიმართა. კონკურსში მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსის ხელმძღვანელები: ლეილა ამინაშვილი და თამრიკო ფიჩხულაშვილი გახლავთ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონკურსის ჩატარების მიზანია, მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
„კონკურსისთვის მზადების პროცესში მოსწავლეები არა მარტო ეცნობიან კონკრეტულ ფაქტებს, არამედ სწავლობენ ისტორიულ მოვლენებს შორის მიზეზ- შედეგობრივი კავშირის დამყარებას, შეუძლიათ უკეთ გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები და გაიგონ, რომ მათ იმაზე მეტი ინფორმაციის მიღება და გაგებაშეუძლიათ, ვიდრე წარმოუდგენიათ. საბოლოოდ კი ასეთი კონკურსი ხელს უწყობს ისტორიის საგნის პოპულარიზაციას მოსწავლეთა შორის!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც