მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი და ანბანის შესწავლა წარმატებით დაასრულეს.
სკოლაში სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგელბში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს. პატარა მოსწავლეები სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
აღსანიშნავია, რომ პატარა მოსწავლეებმა მათმა პირველმა პედაგოგმა, ნინო დანელიამ სასწავლო წლის დასრულება ემოციური წერილით მიულოცა.
„ბავშვობა ის ზღაპარია, რომელსაც სიამოვნებით ჰყვები მთელი ცხოვრების მანძილზე, ნებისმიერ ასაკში... იყო და არა იყო რა, გათენდა 2021 წლის 4 ოქტომბრის ლამაზი დილა, თქვენ შემოაბიჯეთ ხუნწის საჯარო სკოლის პირველ კლასში.. საოცრებებით, სიფერადით, სილაღით, ღიმილით სავსეებმა, ვარსკვლავებივით ციმციმებდით. ინტერესით აცეცებდით თვალებს, სიახლეებს ეძებდით.. რაც მთავარია ბევრნი იყავით, ბევრ ნიჭს ვხედავდი თქვენში, პოტენციალი დიდი იყო.. გამოწვევებით, სიახლეებით სავსე წელი გვქონდა, ბევრი რამე გავიგეთ, შევისისხლხორცეთ, გავითავისეთ. ვისწავლეთ იაკობის „დედაენა“, ჩვენთან ერთად გავზარდეთ ციფრები და გავხადეთ რიცხვებად, ავამღერეთ ცისარტყელას ფერები.. რაც მნიშვნელოვანია, ვისწავლეთ ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის კეთება.. გვქონდა შემოქმედებით სავსე დღეები და უცებ გაირბინა ერთმა წელმა, უკვე დავამთავრეთ პირველი კლასი და ყველანი გავხდით მეორეკლასელები, ერთი სული გვაქვს როდის მოვალთ სკოლაში და კიდევ უფრო დაბრძენებულები, სიახლეების ძიებაში გავატარებთ ახალ სასწავლო წელს... მე კი, თქვენი პირველი მასწავლებელი ამაყი ვარ თქვენი სიკარგით, სილაღით, ბეჯითობით, ინტერესით, სწავლისადმი დამოკიდებულებით, მადლობას გეტყვით, ვეტყვი თქვენს მშობლებს რომ ასეთი კარგები გაგზარდათ და დროებით გემშვიდობებით, სექტემბრამდე.. ლამაზ დღეებს გისურვებთ, მიყვარხართ“, - ვკითხულობთ ნინო დანელიას მისალოც წერილში.
იხილეთ ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც