სიახლეები
სიახლეები

„უდიდესია პედაგოგების წვლილი...“ - მინისტრი 
01-06-2022
-
+


პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ყველა ბავშვს  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს.

მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი, უფროსი თაობის ვალია შევუქმნათ თითოეულ ბავშვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო განვითარებისთვის, მივცეთ მათ უკეთესი მომავალი.

ჩვენს მეგობარ უკრაინაში მიმდინარე ომმა, ყველაზე დიდი ზიანი სწორედ იქ მცხოვრებ ბავშვებს მიაყენა, რაც ძალიან დიდი ტრაგედიაა. ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის, საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ ბავშვებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის საქმეში ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე აქვთ. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სკოლებში უკრაინელი მოსწავლეები გამარტივებული წესით ირიცხებიან. 

ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო, მშვიდობიან გარემოში განათლების მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა, რაშიც ყველაზე დიდი როლი, მშობლებთან ერთად, მასწავლებლებს ეკისრებათ. უდიდესია პედაგოგების წვლილი განათლებული თაობის აღზრდის საქმეში, რაც ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი საფუძველია.  

მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, ყველა არსებულ გამოწვევას დავძლევთ და ჩვენი პატარებისთვის უზრუნველვყოფთ ისეთ უსაფრთხო და ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც თითოეულ მათგანს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება ექნება.“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

მასწავლებლის სახლის თანამშრომლებმა 300 ათას ლარამდე პრემია აიღეს - 2024 წლის მონაცემები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა

„ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ დედამიწა ჩვენი სახლია“, - გუდაურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა

პროექტს უხელმძღვანელა მუსიკის პედაგოგმა, ია ხურცილავამ
 

შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება