მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
სკოლაში საქართველოს სახალხო დამცველის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის ოფისის წარმომადგენელს ანდრანიკ ბაღდასარიანს უმასპინძლეს.
სწორედ მან გამართა შეხვედრა, რომელიც ოფისის საქმიანობასა და ბავშვთა უფლებებს ეხებოდა.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„საინფორმაციო შეხვედრა წარიმართა ეფექტურად და საინტერესოდ, მოსწავლეების მხრიდან დაისვა შეკითხვები, რაზედაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გასცა ამომწურავი პასუხები. შეხვედრა შეფასდა სრულიად დადებითად, მოსწავლეებში ამაღლდა მოტივაცია აღნიშნული საკითხების მიმართულებით.
ჩვენი სკოლა ყოველთვის ღიაა მსგავსი შემოთავაზებების მიმართ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიღება და შეხვედრის წარმართვა ხორციელდება როგორც ადგილობრივი რესურსცენტრის ინფორმირებით, ასევე სკოლის დირექტორთან შეთანხმებით. მადლობას ვუხდით ბ-ნ ა. ბაღდასარიანს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“