მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის მუდამ მოსწავლეებზე მოფიქრალი მასწავლებლები, პირველი კლასებიდანვე ცდილობენ მოსწავლეებს შეაყვარონ სკოლა და მრავალფეროვან სასკოლო დღეებში ამოგზაურონ.
ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს მოსწავლეთა თანამედროვე სამყაროში ორიენტირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. სკოლის ერთ-ერთი ასეთი მონდომებული და წარმატებული მასწავლებელია თეკლა ჯაფოშვილი, რომელიც თავის პირველკლასელებს ეხმარება მრავალფეროვანი უნარ-ჩვევებით აღჭურვაში.
პედაგოგმა მოსწავლეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა შესთავაზა და მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარული კიდევ ერთხელ გაუღვივა.
„იმისათვის, რომ სკოლაში სიარული, სწავლის პროცესი უფრო მეტად საინტერესო იყოს, ხშირად ვატარებთ ჩვენს კლასში სხვადასხვა აქტივობებს; მათი მიზანია მოსწავლეებში შემეცნებითი, შემოქმედებითი და პატრიოტული თვისებების განვითარება. ერთ-ერთი ასეთი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც ჩემს მოსწავლეებს გავაცანი ამ დღის მნიშვნელობა, გამოვთქვით მოსაზრებები, თუ რას ნიშნავს გიყვარდეს საკუთარი სამშობლო და იდგე მის სადარაჯოზე, შევქმენით თემატური ნახატები და ერთად აღვნიშნეთ ეს მნიშვნელოვანი დღე“, - აღნიშნავს თეკლა ჯაფოშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კურსი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა