სიახლეები
სკოლები

ფოთის N7 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებით დაასრულეს
01-06-2022
-
+


გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

I კლასის მასწავლებელმა ხათუნა გოგიამ და მოსწავლეებმა ერთობლივი გამოსამშვიდობებელი კლიპი გადაიღეს. მუსიკისა და ტექსტის ავტორიც თავად კლასის დამრიგებელია.  

I კლასის დამრიგებელმა ნინო ჩიქობავამ და მისმა კლასმა კი აკადემიური ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა შეასრულეს ცეკვები და სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს.

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

„ზოგიერთი ბავშვი სკოლაზე ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ოცნებობს, უხარიათ ახალი ჩანთა, სხვადასხვა სასკლო ნივთები ჭრის მათ თვალს, სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე, ზოგიერთ პატარას ბაღშიც კი არ უვლია და არც სკოლის ოთახებში მოუწიათ სრულფასოვნად გაკვეთილებზე დასწრება, სწორედ ამიტომ საკლასო ოთახში ყოფნა მათთვის ორმაგად ემოციურია და მასწავლებლისთვის კი რთული მათი გადაყვანა ცხოვრების ახალ ეტაპზე, მიუხედავად ამ სირთულისა, ფოთის N7 საჯარო სკოლის I და  I კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა აღნიშნეს სასწავლო წლის დასრულება.
ემოციის გარეშე ვერავინ მოუსმენს ამ მუსიკალურ და თეატრალურ ბავშვებს, I კლასის კლიპმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
I კლასის მოსწავლეები მოეფერნენ საკუთარ ანბანსა და დედაენას, გასაოცარი იყო მათი მახსოვრობის უნარი, მეტყველება, რომელზეც საკმაოდ რთულია მუშაობა, მშობლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და მადლიერება გამოხატეს პედაგოგისა და სკოლის მიმართ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება