მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კომიტეტის წევრებმა მოსწავლეებს წარუდგინეს ზოგადი ინფორმაცია იმის შესახებ, მსოფლიო მასშტაბით რა მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით და რას ნიშნავს „ჩემი ეკონაკვალევი“. უფრო კონკრეტულად კი, „ეკოლოგიური ნაკვალევი ერთი ადამიანის მიერ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით გარემოზე ზეგავლენას ნიშნავს. ეს გზები გულისხმობს ცხოვრების წესს, ენერგოეფექტურობას, მოხმარებული ენერგიის რაოდენობასა და წყაროებს… ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. მაგალითად, როცა ანთებულ ნათურას უსარგებლოდ ვტოვებთ, არა მარტო ჭარბ ელექტროენერგიას მოვიხმართ, არამედ წყლის ზედმეტ რესურსსაც ვხარჯავთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ჩვენი ენერგოსისტემა იძულებული გახდება, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადავიდეს, ატმოსფეროში უფრო მეტი ნახშირორჟანგი გატყორცნოს და ბუნებაზეც უფრო მავნე ზეგავლენა მოახდინოს. მნიშვნელოვანია ყოფითი ცხოვრების წესიც. თუ, მაგალითად, კბილების გახეხვისას, ჭურჭლის რეცხვისა თუ შხაპის მიღებისას ონკანი მუდმივად მოშვებული გვაქვს, წყალს ამ შემთხვევაშიც ფუჭად ვღვრით.
შევთანხმდით... ნაკლები ენერგიაც დავხარჯოთ და გარემოსაც ნაკლები ზიანი მივაყენოთ. სწორედ ამას ისახავს მიზნად ეკონაკვალევის შემცირების პროგრამა, რომლის ძირითადი პუნქტებია:
* შეცვალე ვარვარა ნათურები შუქდიოდურით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა