მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ამერიკელი პედაგოგების - ტომასების ოჯახს უმასპინძლეს.
მათ სკოლის ეზო, შენობა და სათბური დაათვალიერეს. გაესაუბრენ მოსწავლეებს და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
თავის მხრივ, მესამე კლასის მოსწავლეები სტუმრებს ინგლისური სიმღერით შეეგებნენ.
„მათ მოინახულეს გურიის აგრობიზნესცენტრის მიერ განხორციელებული პროექტი „ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისათვის", ის ამერიკის საელჩოს მიერაა დაფინანსებული, მისი მიზანია სასკოლო ასაკის ახალგაზრდებისათვის პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარება.
ტომასების ოჯახი საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ბუკისციხეში, ავთანდილ კიკვაძის ოჯახში. სტუმრებმა ასევე მოინახულეს ლაშა-გიორგი კუჭაშვილის სათბურები და პლანტაცია, ამერიკელი სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ გურულების შრომითა და სტუმართმოყვარეობით, წარმატება უსურვეს სკოლას, სოფელსა და მთლიანად გურიას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა