მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კოვიდპანდემიამ პედაგოგები და სრულიად სასკოლო საზოგადოება არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, თბილისის N177 საჯარო სკოლის პედაგოგი ანანო სივსივაძე ერთ-ერთია, რომელმაც გამოწვევები ღირსეულად დაძლია, მომავალი თაობისთვის საფუძვლიანი და ხარისხიანი განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთა და საყვარელი მოსწავლეების მშობელთა საჯარო მადლობაც დაიმსახურა.
მე-3დ კლასის მოსწავლეთა მშობლების მადლობის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ყველასთვის რთული პერიოდის დროს, რასაც დისტანციური სწავლება ჰქვია, თბილისის N177 სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს - ანანო სივსივაძეს, გვინდა საჯაროდ უდიდესი მადლობა გადავუხადოთ.
დაუღალავი შრომისთვის, თავდადებისთვის, ძვირფასი დროისთვის, რასაც სიხარულით ჩუქნის მის მოსწავლეებს. თავს არ ზოგავდა და შეუძლებელი შეძლო ამ ურთულესი სამი წლის მანძილზე. გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამრავი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია შესთავაზა ბავშვებს ყველა საგანში.
განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მოსწავლესთან უნიკალური მიდგომა აქვს და მათ ინდივიდუალობას ყოველთვის ხაზს უსვამს. პირველ რიგში ასწავლის ბავშვებს ადამიანობას, კულტურასა და პატივისცემას. უნერგავს მათ სწავლისადმი სიყვარულს და ჯანსაღ ცნობისმოყვარეობას.
გვინდა, ვუსურვოთ მას პროფესიული წინსვლა და ყოველი სამუშაო დღე სიხარულის მომტანი ყოფილიყოს“, - ვკითხულობთ მე-3დ კლასის მოსწავლეთა მშობლების წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის მთავარი იდეა იყო - მოსწავლეები სიღრმისეულად გაცნობოდნენ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილების ცხოვრებას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება