„ჩვენ ვმატებთ სიყვარულს“ - ყვარლის რესურსცენტრში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
21-03-2018
დაკოპირებულია
-
+
ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მეშვიდე წელია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, სწორედ 7 წლის, წინ 2011 წელს დაწესდა. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია - „რას ვმატებ საზოგადოებას.“ ყვარლის რესურცენტრის უფროსის ქეთევან ჭიპაშვილის თქმით, ყვარლის რესურსცენტრი ამ დღეს საზოგადოებას სიყვარულს მატებს: „21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მთელი მსოფლიო და, რა თქმა უნდა, ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სკოლები უკვე 7 წელია აღვნიშნავთ და ღონისძიებებს კვირეულის სახეს ვაძლევთ. ამ აქტივობების მთავარი მიზანია, საზოგადოების ცნობიერება ავამღლოთ და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უფლებების მიმართ მეტი ყურადღება მივაქცევინოთ სასკოლო საზოგადოებას. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ყველა ადამიანის თანასწორობას აღიარებს. თუმცა დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ დისკრიმინაცია, სამწუხაროდ, სხვადასხვა დონეზე მაინც არსებობს. სწორედ სხვადასხვა ღონისძიებით, აქტივობით, ამ ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში მაქსიმალური ჩართვით მიიღწევა მათი თანასწორუფლებიანი ინტეგრაცია საზოგადოებაში. მე ვთვლი, რომ არამხოლოდ 21 მარტს, არამედ, ყოველდღე უნდა ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული,“ - აღნიშნა ქეთევან ჭიპაშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას.