საყუნეთის საჯარო სკოლის ეზოში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
02-06-2022
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლის ეზოში მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
„გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს.. საყუნეთის საჯარო სკოლის ეზოში მოეწყო ღონისძიება, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით... სადაც რამდენიმე აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეექმნათ თემატური ესეები. მოაწყეს ნახატების გამოფენა, მოიხატეს სახე და ხელები საღებავებით. სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მოაწყეს; დღე ასე ბედნიერად და სიყვარულით აღნიშნეს .
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები, სკოლის დირექცია/ ადმინისტრაცია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.
თუმცა ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
ისტორიაში დაზუსტებით არ არის მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.