მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა... როცა ჩვენ, უფროსები, ხმამაღლა ვამბობთ, რომ გვსურს, ყველა ბავშვი მშვიდობიან სამყაროში ცხოვრობდეს, იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი... საკითხავი კი ისაა, რას აკეთებს თითოეული ჩვენგანი ამისთვის?! 1 ივნისი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სიკეთისფრად გათენდა... 13 წლის გიორგი დანიელიანს, მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ყველა სკოლის, მოსწავლეებისა და მშობლების დახმარებით, 25 ათასი ლარი ჩაერიცხა ანგარიშზე გადაუდებელი ოპერაციისთვის.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ტერეზა ჩივჩიანმა შეიტყო, გიორგის ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა; ამიტომ გადაწყვიტა, სკოლების ხელმძღვანელებისთვის შეეთავაზებინა, საპირველივნისო ღონისძიებებისთვის განსაზღვრული რესურსი ქველმოქმედებისკენ მიემართათ.
ბუნებრივია, დირექტორები, პედაგოგიურ საზოგადოებასთან ერთად, წამსვე დადგნენ ამ დიდი კეთილი საქმის მხარეს, ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ მათ არც მოსწავლეები და მშობლები ჩამორჩნენ...
„შევიტყვე, რომ ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეს, გიორგი დანიელიანს ჩვენი დახმარება სჭირდებოდა. დამებადა აზრი - 1 ივნისისთვის განსაზღვრული რესურსი მიგვემართა ბავშვის სამკურნალოდ. ამის შესახებ შევატყობინე ჩვენი სკოლის დირექტორებს, ყველა ერთხმად დათანხმდა... 65-ვე სკოლა ჩაერთო ამ საქმეში და გარდა კოლექტივისა, მშობლებიცა და მოსწავლეებიც დაგვეხმარნენ. ერთობლივად, 25 ათასი ლარის შეგროვება შევძელით, რაც 1 ივნისს ჩაირიცხა ბავშვის ანგარიშზე“, - აღნიშნავს Etaloni.ge-სთან საუბრისას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი და იმასაც გვიმხელს, რომ გიორგის დედა უკვე დაუკავშირდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა და ისიც გაუმხილა, რომ უკვე ელიან უცხოეთიდან ექიმს - გიორგის მალე ოპერაცია ჩაუტარდება:
ქალბატონ ტერეზას მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი უნდა გახდეს მაგალითი ბევრისთვის, რადგან სიკეთე გადამდებია:
„ძალიან მომწონს სლოგანი - „სიკეთე გადამდებია“; ასეც უნდა იყოს - ქველმოქმედებაში თითოეული ჩვენგანის თუნდაც მცირე წვლილი მნიშვნელოვანია. ყველა ბავშვი ჩვენი ბავშვია და ერთად უნდა ვიზრუნოთ მათზე. ამაზე დიდი და კარგი საქმე არ არსებობს... ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო, როდესაც დირექტორებმა შემატყობინეს, რომ ბავშვებსაც სურდათ მონაწილეობის მიღება.
...ესაა სოლიდარობა, ტოლერანტობა, სიყვარული, ერთგულება თანადგომა და ასეთი ახალგაზრდები უნდა გავზარდოთ; სწორედ ასეთ მომავალ თაობას ისურვებდა თითოეული ჩვენგანი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ერთად შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი