მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე აღინიშნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მარინე კვარაცხელიამ და მუსიკის მასწავლებელმა ქეთინო კუტალიამ მოსწავლეებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. მათ ღონისძიების მომზადებაში მთელი სული და გული ჩადეს. ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა, მათ შორის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საინტერესო მუსიკალური ნომრები, ჩატარდა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი.
მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად „მხიარულ სტატებში“ ჩაერთნენ მშობლები. მესამეკლასელმა მოსწავლეებმა კი სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ბავშვებს.
„ძალიან მხიარული და ემოციებით დატვირთული კიდევ ერთი დღე შეემატა ჩვენი სასკოლო ცხოვრების ისტორიას“,- აღნიშნავენ სკოლაში..
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება