მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საკრებულოს დადგენილებით, ცვლილება შევიდა, სადაც განსაზღვრულია სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით არსებული პროგრამების დაფინანსება.
უფრო კონკრეტულად, განათლების პრიორიტეტისთვის განისაზღვრა 1 710.6 ათასი ლარი; ხორციელდება სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა. ასევე განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანთა წახალისება სხვადასხვა ფორმით.
რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, მათი ხელშეწყობისთვის განისაზღვრა 1 394,3 ათასი ლარი;
„პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანება. მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღია. სკოლამდელ განათლებას იღებს 302 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
„განათლების ღონისძიებების“ პროგრამისთვის კი განსაზღვრულია 28,4 ათასი ლარი - „პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობას. ამ პროექტებში გამარჯვებულთა წახალისებას ფულადი ჯილდოთი ან/და ფასიანი საჩუქრებით. წარმატებული სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და საგანმანათლებლო სფეროში ღვაწლმოსილი პირების წახალისებას ფულადი ჯილდოთი, სხვადასხვა პრიზითა და ფასიანი საჩუქრებით“.
„საჯარო სკოლების ხელშეწყობის“ პროგრამისთვის გამოიყოფა 125.5 ათასი ლარი, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი