მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მხატვრულ- შემოქმედებით კონკურსზე წარმატებით წარდგნენ. სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეთა გუნდი - „კრეატიულები“ კონკურსის ჟიურის რჩეული გახდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მხატვრულ- შემოქმედებითი კონკურსი ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნევრესტან დიდმანიძის ინიცირებითა და ორგანიზებით და ხელვაჩაურის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაცია; პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა; მოსწავლეთა შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობა და თვალსაწიერის გაფართოება.
ფერიის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4კლასის მოსწავლეთა გუნდი - „კრეატიულები“, პედაგოგ ლელა აბაშიძის ხელმძღვანელობით, ჟიურის წინაშე წარდგნენ საშინაო დავალებით - „ფლეშმობი“ და ასევე წარადგინეს წარმატებით წაკითხული ტექსტის არგუმენტაცია დიორამის სახით. მოსწავლეებმა გრაფიკული, ფერწერული და ნაძერწი ნაშრომების მთავარი დედააზრი გუნდურად და ნათლად გადმოსცეს.
ფერიის საჯარო სკოლის გუნდი - „კრეატულები“ გახდა ჟიურის რჩეული და საუკეთესო სკოლების ექვსეულში ადგილი დაიმსახურა.
კონკურსის ბოლოს მოსწავლეებსა და ყველა მონაწილე სკოლას სიგელებით და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს