სიახლეები
სიახლეები

აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტური პროექტების გამოფენა გაიმართა
03-06-2022
-
+


2022 წლის 2 ივნისს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების ვირტუალურ გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სადიპლომო პროექტები, რომელზეც სტუდენტებმა დამამთავრებელი კურსის განმავლობაში იმუშავეს. ეს სდსუ საქართველოს მიერ გამართული მეოთხე ღონისძიება იყო ქეფსთოუნ პროექტების წარსადგენად.

გამოფენაზე სტუდენტებით დაკომპლექტებული 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც რეალური საინჟინრო პრობლემების ტექნოლოგიური გადაწყვეტება გააცნეს აუდიტორიას. წელს, პირველად, სდსუ საქართველოს სტუდენტებმა იმუშავეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაზე. შესაბამისად, სტუდენტები დისტანციურად მუშაობდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო და საინჟინრო გუნდთან ერთად. 

ქეფსთოუნ პროექტი სტუდენტების აკადემიური კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არის სადიპლომო საინჟინრო პროექტი, რომლის შესრულება დამამთავრებელი კურსის ინჟინერიის სტუდენტებისათვის სავალდებულოა და რომელზეც სტუდენტები ორი სემესტრის განმავლობაში მუშაობენ. დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მუშაობენ ჯგუფებში, რომელიც ფორმირებულია როგორც სამრეწველო დიზაინის გუნდი, სადაც თითოეული წევრისთვის გაწერილია კონკრეტული დავალება, მათი სასწავლო პროგრამის და გამოცდილების მიხედვით. გუნდის წევრები მუშაობენ რეალურ პროექტებსა და პრობლემებზე, რომლებსაც ერთობლივ ხელმძღვანელობას უწევს როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე შესაბამისი ინდუსტრიის წარმომადგენელი ბიზნესის სფეროდან. პროექტზე მუშაობისას, სტუდენტები გადიან იმ ღონისძიებების სრულ ციკლს, რაც საჭიროა მზა პროდუქტის შესაქმნელად და მის ბაზარზე წარსადგენად. ეს პროცესი მოიცავს დეტალურ ანალიზს, დაგეგმვას, დიზაინს, ტესტირებას და საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანას, რათა მოხდეს ფუნქციური, მზა პროდუქტის დროული მიწოდება.

ქეფსთოუნ პროექტის საშუალებით ფასდება სტუდენტების უნარები, რაც საჭიროა რეალური ინდუსტრიული პროექტის განხორციელებისთვის, ყველა ეტაპზე. შედეგად, იქმნება პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტებს და წარმოადგენს შესაბამის სფეროში არსებული კონკრეტული, რეალური პრობლემის გადაჭრის გზებს.

„ქეფსთოუნ“ პროექტების მიზანია უზრუნველყოს კოლაბორაცია და გამოცდილების გაცვლა სტუდენტებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რაც სტუდენტებს უკეთ მოამზადებს სწავლის დასრულების შემდეგ კარიერისთვის.
წელს სდსუ საქართველოს სტუდენტების ერთ-ერთი პროექტის მხარდამჭერია  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) 125-წლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში. SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური სტემ კადრების მომზადება. სდსუ საქართველოს პროგრამებს უკვე ჰყავს 410 კურსდამთავრებული.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება

მე-11 კლასელი სკოლაში იარაღით მივიდა - შემთხვევა გორის N5 საჯარო სკოლაში

გრიპის შემთხვევების ზრდის გამო კლინიკაში ბავშვებისთვის საწოლები დაამატეს

2743 საგანმანათლებლო მოდული და დაფინანსების ოდენობა ცნობილია

შეზღუდვა საგაკვეთილო საათებზე - ინფორმაცია სკოლის პერსონალისთვის
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ანა კვირიკაძემ, ნინო ხონელიძემ და ფიქრია ლომიძემ

საინტერესო

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

სიახლეები
საზოგადოება