მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კონფლიქტით დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეთა სკოლის გარემოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით, რიგით მეოთხე ვებინარი გაიმართა.
ვებინარის თემა: არაფორმალურ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართვისა და სოციალურ-ემოციური სწავლის ხელშეწყობა.
ვებინარის ფარგლებში განხილულია სოციალურ-ემოციური სწავლის ჩარჩო და კომპონენტები:
თვითშემეცნების, თვითმართვის, სოციალური ცნობიერების, ურთიერთობებისა და პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება, არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა სოციალური და ემოციური უნარების განვითარების ხელშესაწყობად.
ვებინარები განკუთვნილია მასწავლებლებისა და სკოლაში მომუშავე სხვა სპეციალისტებისათვის, რომელთაც ყოველდღიური კონტაქტი აქვთ ბავშვებთან, ზრუნავენ მათ განათლება-განვითარებაზე და შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ კონფლიქტით დაზარალებული ან/და იძულებით გადაადგილებული ბავშვების სკოლასთან ინტეგრაციის პროცესში.
მოწვეული სტუმარი - დემოკრატიული მოქალაქეობის ექსპერტი, ევროპის საბჭოს განათლების კომიტეტის წევრი - ნათია ნაცვლიშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი