სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ ჩართვა ნებისმიერი მოსწავლისთვის ძალიან ფასულია“- საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
03-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

02 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი საგარეჯოელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 63 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 03 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

ტესტირების მიმდინარეობისა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბროებენ:

ნატალია კურდღელაშვილი, საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მუდმივად ვმონაწილეობთ, მხარდამჭერი სკოლა ვართ. ჩვენს სკოლაში იმართება ხოლმე ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპი, დასწრებითი ფორმატით როდესაც ტარდებოდა და მას ძალიან დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ. გვიყვარს ეს პროექტი და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი. „ეტალონის“ მიმართ ძალიან დადებითად ვართ განწყობილი. ჩვენი სკოლიდან ყოველ წელს მაღალი აქტივობაა.

ლელა ფანოზიშვილი, საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირებამ კარგად, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე ჩაიარა. ზოგიერთმა მოსწავლემ ისურვა, რომ სახლიდან ჩართულიყო, დანარჩენებმა ტესტები სკოლაში შეასრულეს. ჩვენ ამისთვის სპეციალური სივრცე დავუთმეთ. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის საინტერესო პროექტია, წლებია ჩვენ, რაც მასში ვმონაწილეობთ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ უფრო მეტი ხალისი იყო მაშინ, როდესაც ჩემპიონატი დასწრებით ფორმატში იმართებოდა. ვისურვებ, რომ მალე ისევ დასწრებითად გაიმართოს.

ეთერ ქვრივიშვილი, ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში „ეტალონი“ პოპულარული პროექტია. ზოგადად, ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ ინტელექტუალური კონკურსებით და მათში აქტიურად ვერთვებით. დადებითად ვართ განწყობილები და ამიტომაც ჩაერთნენ მოსწავლეები. მათთვის „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან საინტერესოა. ჩემი სკოლის მოსწავლეები ყველა კონკურსში აქტიურად და დიდი მონდომებით ერთვებიან.

დავით როსტომაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

დიდი ხანია, რაც „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ. მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით ძალიან დაინტერესებულები არიან და აქტიურად ერთვებიან. მათთვის ტესტირებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამით მათი მოტივაცია მაღლდება. ტესტირების პროცესმა შეფერხებების გარეშე ჩაიარა. ზოგადად, ჩემი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ ადრეც მონაწილეობდნენ და ეს არ არის პირველი შემთხვევა.


მერი ჭიაბერაშვილი, აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით დაინტერესებულები არიან. შესაბამისი მოტივაციაც აქვთ. ჩვენ, სკოლაში ყველა ასეთ ღონისძიებას მივესალმებით და აუცილებლად მივიღებთ ხოლმე მონაწილეობას. „ეტალონში“ ჩართვა ნებისმიერი მოსწავლისთვის ძალიან ფასულია, გამოცდილებას იძენენ და საკუთარ ცოდნას ამოწმებენ. ნამდვილად მისასალმებელია მსგავსი კონკურსები.

ასევე იხილეთ:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი 

საგარეჯოელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება