სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ დიდებულ საქმეს აკეთებს“- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
03-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით  დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

02 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ხელვაჩაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების და კულტურის სამსახურისა და ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 69 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 03 ივნისს10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

ტესტირების მიმდინარეობისა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბროებენ:

ტარიელ მიქელაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, პროექტმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. 43 მოსწავლე დარეგისტრირდა, აქედან 38-მა მიიღო მონაწილეობა. მონდომება ძალიან დიდი იყო. მინდა, რომ მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ მთელ გუნდს და ბატონ გოჩას. ჩვენ და ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ პროექტს მხარს ვუჭერთ. იმედია, რომ მეორე ეტაპზეც გვასახელებენ.


ზურაბ ნაგერვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები ცდილობდნენ, რომ ტესტირებისას ეყოჩაღათ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მათ პანდემიამ მაინც თავისი კვალი დაატყო. რომ გითხრათ, მიღწეული შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის დანაკლისი, რაც პანდემიამ მოგვაყენა, ავანაზღაუროთ. რაც შეეხება ჩემპიონატს, ჩემი აზრით, „ეტალონი“ დიდებულ საქმეს აკეთებს. მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია იზრდება. ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ შემდეგშიც ჩაერთონ და უფრო წარმატებულად იასპარეზონ.


შორენა ბერიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირებით ძალიან კმაყოფილი ვარ, თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ყველაფერმა ნორმალურად და მშვიდობიანად ჩაიარა. ყველა მოსწავლე მოტივირებულია, წარბი არც ერთს არ შეუხრია, ცდილობდნენ, „ეტალონში“ აქტიურად ჩართულიყვნენ. მადლობას ვუხდი „ეტალონს“ ასეთი პროექტისთვის.

გულნაზ კარანაძე, მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები „ეტალონში“ დიდი ინტერესით ერთვებიან, მოტივირებულები არიან, ტესტებს თავისით, დამოუკიდებლად ასრულებენ. ჩვენი სკოლიდან მეორე ეტაპზე 7 მოსწავლე გადავიდა. ვფიქრობ, რომ კითხვები საგნობრივ ცოდნაზე აგებული. ვისურვებდი, რომ ასეთი კონკურსები ხშირად ჩატარებულიყო. ეს ბავშვთა წიგნიერების დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს და მათ კითხვის სიყვარულს გაუღვივებს. ჩვენი მოსწავლეები გასულს წლებშიც ერთვებოდნენ „ეტალონში“. ძალიან კარგი პროექტია, ამისთვის მადლობას ვუხდი მთელ გუნდსა და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.


ნუნუ ქიქავა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ. ისინი პროცესში დიდი ხალისით ერთვებიან. ვფიქრობ, „ეტალონმა“ ძალიან ბევრი გააკეთა მოსწავლეთა განვითარებისთვის. კონკურსი მათ ცოდნის დონის გაღრმავებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, დამოუკიდებელ მუშაობას ეჩვევიან. ერთმანეთის აზრებს იზიარებენ. ჩვენთვის „ეტალონის“ ჩემპიონატი მოსაწონია, დადებითად ვაფასებთ და მადლობელი ვართ. თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ.


ლამარა კოხრეიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები „ეტალონის“ მიმართ ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ, მოტივირებულები არიან და შესაძლებლობებს ავლენენ. ჩვენც ყველანაირად ვუწყობთ ხელს, რომ ჩაერთონ და ცოდნა გაიღრმაონ. ტესტირების პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს. შესაბამისად, შედეგებიც ობიექტურია. 


ასევე იხილეთ:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ხელვაჩაურელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება