სიახლეები
ეტალონი

„ეტალონს“ ბავშვობიდან ვუყურებ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პროექტის გამარჯვებული გავხდებოდი“ - „დუშეთის ეტალონი მოსწავლე“
21-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „დუშეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთი წიკლაური, რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„დუშეთის ეტალონი მოსწავლის“ დუშეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი ჭონქაძე დაეუფლა.

იგი მადლობას უხდის პროექტს მოცემული შესაძლებლობისთვის:

„მადლობა, რომ არსებობს „ეტალონი“. მადლობა, რომ არ ივიწყებს რეგიონებს და ჩვენთან ცოდნის ზეიმს აწყობს. ბავშვობიდან ვუყურებ „ეტალონს“ და მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას და თან გამარჯვებას მოვიპოვებდი. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა ამ გამოცდილებისა და წახალისებისთვის.“

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი აღნიშნავს, რომ „ეტალონი“ განათლებული მომავალი თაობის აღზრდა-წახალისების საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს:

„ეტალონი“ წაუშლელ კვალს დატოვებს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო ისტორიაში. პროექტში მონაწილეობა უკვე დიდი გამოცდილება და გამარჯვებაა თითოეული მოსწავლისთვის, ოჯახისა და სკოლისთვის. მადლობა და წარმატებები ჩვენს ნიჭიერ მომავალსა და პროექტს.“

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთი წიკლაური მოხარულია „ეტალონში“ ბავშვების მაღალი ჩართულობით:

„ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური პროექტია, რომელიც მომავალ თაობას საზოგადოებრივ აზროვნებას უყალიბებს და შემეცნების სტიმულს აძლევს. მოხარული ვარ პროექტში ჩვენი ბავშვების აქტიური და წარმატებული ასპარეზობით. მადლობა „ეტალონს“ გაწეული შრომისთვის. კიდევ დიდხანს უნდა იყოს ეს პროექტი.“

დუშეთის რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს: 

„ეტალონის“ დაარსების დღიდან პროექტის თანამოაზრე და დიდი გულშემატკივარი ვარ. ყველანაირად ვცდილობ, წვლილი შევიტანო ამ ეროვნული და საგანმანათლებლო საქმის გავრცელება-განვითარებაში და ვფიქრობ, თანამშრომლებისა და თანამებრძოლების სწორი ინფორმირებულობით, შედეგიც სახეზეა. მადლობა „ეტალონსა“ და ჩვენს მოსწავლეებს დუშეთში მორიგი ინტელექტუალური და ლამაზი დღის მოწყობისთვის.“

დუშეთის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარინა ხულელიძე ბედნიერია ლიზის გამარჯვებით და აღნიშნავს, რომ ღირსეულად მოიპოვა გამარჯვება:

„ლიზი ძალიან გონიერი, აქტიური და წარმატებული მოსწავლეა. გამოირჩევა, როგორც შემეცნებითი, ასევე სამოქალაქო აქტივობებით. ნამდვილად ღირსეულად მოიპოვა გამარჯვება. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდობასა და პროექტს.“

„დუშეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლიზი ჭონქაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება