სიახლეები
სკოლები

თელავის N2 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა
03-06-2022
-
+


თელავის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღეს კვირეული მიეძღვნა. განხორციელდა შემდეგი აქტივობები: 

  • მომზადდა საინფორმაციო პოსტერი, რომელიც განთავსდა სკოლის სოციალურ ქსელში
  • ბავშვების და მასწავლებლების მიერ მოიხატა სკოლის შიდა და გარე ეზო;
  • მოეწყო სკოლის მოსწავლის ანი ფეიქრიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა;
  • სკოლის სამოქალაქო მასწავლებლის მიერ ჩატარდა ტრენინგი კამპანიის ფარგლებში „იცოდე და იყავი დაცული";
  • სკოლაში განთავსდა საინფორმაციო პოსტერი „ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ნაბიჯები" ყველასთვის ხელმისაწვდომ სივრცეში. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

სკოლა ყველას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს.

„პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება