სიახლეები
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი „ანბანთზეიმით“ დაასრულეს
03-06-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.

პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება - „ანბანთზეიმი“ გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში თითოეული პირველკასელი დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით იყო ჩართული და ამაგდარი პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.

„ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ ჩვენი სკოლის პირველკლასელებს. იზეიმეს „ანბანთ შებიჯება“ ცოდნის სამყაროში. ერთად იცეკვეს, იმღერეს, წარმოადგინეს ინსცენირების, არ დაივიწყეს მადლობის თქმა მშობლებისთვის, პირველი მასწავლებლისთვის და სასკოლო საზოგადოებისათვის. მთელი სასწავლო წლის მანძილზე გრძნობდნენ ამ კედლებში სითბოს, სიყვარულს და მზრუნველობას.

გვეამაყება, რომ მოდის ახალი თაობა, რომელიც კარგი სწავლით სკოლის ღირსებას დაიცავს და მშობელ ქვეყანასაც გამოადგება“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება