სიახლეები
სკოლები

შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს
03-06-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მრავალფეროვანი ღონისძიებების შემდგომ კი ბავშვებმა სკოლის ეზოში სახალისო აქტივობები შეასრულეს, რითიც დღე კიდევ უფრო გაილამაზეს და გაიხალისეს.

ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება. 

თუმცა ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

ისტორიაში დაზუსტებით არ არის მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იხილეთ გამარტივებული ელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაციის ბმულები Android და IOS სისტემებისთვის

 „ეს იცით როგორი დოკუმენტია? ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობაში მონაწილეობენ და მშობლები წერილობით აცხადებენ ფოტო-ვიდეოგადაღებაზე თანხმობას“

იხილეთ გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით,  წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა 


საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის წესი

პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები

„ჩვენო საყვარელო ბავშვებო, მასწავლებლებო, მშობლებო, ყველას გილოცავთ ახალ სასწავლო წელს მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ!“ 

მოსწავლე-მასწავლებლებმა 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში. ემოციური იყო მათთვის სოხუმის დაცემის კადრები 

„პირველი დღის მხიარული აურზაური“, - ასე უწოდეს 16 სექტემბერს, კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში, დღეს, რომელიც ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა 

განსაკუთრებით ემოციური კი, პირველკასელთა მიღება იყო, რომლებაც ცოდნის ტაძრის კარი პირველად შეაღეს, მათ საზეიმოდ გადაეცათ ბუკები 

საინტერესო

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება