მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგის ახალ პროექტი სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის
03-06-2022
დაკოპირებულია
-
+
2 ივნისს, 15.00 საათზე, ორგანიზაცია „ჰეი“ ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმრთა. ღონისძიებას ისრაელის ელჩი რან გიდორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მასწავლებლები და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები დაესწრნენ.
საზეიმო ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა და მისი მიზანია საზოგადოებას გააცნოს ის შესაძლებლობები და მიდგომები, რომელსაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა პედაგოგმა ხათუნა რაზმაძემ თანამოაზრეებთან და შშმ ბავშვების მშობლებთან ერთად დანერგა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საჩვენებელი გაკვეთილი.
ცენტრი „ჰეი“ ხათუნა რაზმაძის მიერ რამოდენიმე თვის წინ დაარსდა. კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლისთვის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ გამოყოფილი საპრიზო თანხა სტარტი აღმოჩნდა აესრულებინა ოცნება, სმენის დარღვევის ბავშვებისთვის და არაფორმალური განათლების ისეთი სივრცე შეექმნა, სადაც ბავშვები და მოზარდები ზოგად განათლების მიღებასთან ერთად შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, განსხვავებულ უნარების დაეუფლებასა და ახალ საქმიანობის შესწავლას.
დღეს ცენტრი „ჰეა“ მთლიანად შშმ ბავშვების ინტერესებზეა მორგებული და მასში 24 სხვადასხვა ასაკის მოსწავლე იღებს არაფორმალურ განათლებას. მოსწავლეებისთვის ტარდება სხვადასხვა სახალისო გაკვეთილები. ისინი სწავლობენ ფოტოგრაფიას, ხელსაქმეს, ატარებენ გამოფენებს, ღია გაკვეთილებს და მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის შემეცნებით აქტივობებში.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი