სიახლეები
სიახლეები

ეროვნული გამოცდების ცენტრები და მისამართები ცნობილია
03-06-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საკომუნიკაციო მოწყობილობების მონტაჟზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად 22 საგამოცდო ცენტრში მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოსათვალთვალო სისტემის აწყობა და საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა. საგამოცდო ცენტრებში სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმირება. 

მიუხედავად იმისა, რომ „ნაეკს“ საგამოცდო ცენტრების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია საჯარო, სატენდერო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამოცდა 22 ცენტრში ჩატარდა, ამასთან, ახალი საგამოცდო ცენტრები იხსნება რუსთავის მე-15 და ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლებში. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიას კი შემდეგი ვალდებულება ექნება: მან უნდა განხორციელდეს ახალი ელ.ქსელის გაყვანა (კაბელები უნდა ჩაიდოს საკაბელო არხებში) და ზედაპირზე დასამაგრებელი დენის შტეფსელების მონტაჟი შესაბამის სექტორებში, ხოლო დანარჩენ 20 საგამოცდო ცენტრში - არსებული ძველი ელ.ქსელის შემოწმება-რეაბილიტაცია. ბოლოს უნდა განხორციელდეს ამ ელ.ქსელებების დაკავშირება გენერატორებთან.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეულ საგამოცდო ცენტრში LIVE მონიტორინგი ნებისმიერი სექტორისათვის, შემსყიდველის უფლებამოსილი პირის შერჩევით. 

საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი  და მისამართები კი სატენდერო დოკუმენტის მიხედვით ასე გამოიყურება:  

  1. თბილისის 39-ე საჯარო სკოლა - თბილისი, გლდანის 1-ლი მ/რ
  2. თბილისის 103-ე საჯარო სკოლა - თბილისი, მესხეთის ქ.72
  3. თბილისის 117-ე საჯარო სკოლა - თბილისი, თრიალეთის ქ. 7
  4. თბილისის 133-ე საჯარო სკოლა - თბილისი, ვარდისუბნის ქ. 8
  5. თბილისის 175-ე საჯარო სკოლა (ა) - თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ
  6. თბილისის 175-ე საჯარო სკოლა (ბ) - თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ
  7. თბილისის 177-ე საჯარო სკოლა - თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ
  8. თბილისის 191-ე საჯარო სკოლა - თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. N30
  9. ქუთაისის 1-ლი საჯარო სკოლა - ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. 6 
  10. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა - ქუთაისი, ნიკეას №44
  11. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა - ქუთაისი, რუსთაველის ქ. 127
  12. ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლა - ბათუმი, დ. თავდადებულის 47
  13. ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა - ბათუმი, ბაგრატიონის 121
  14. ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა - ბათუმი, ინასარიძის ქ. 11
  15. ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა - ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. 9
  16. ფოთის მე-3 საჯარო სკოლა - ფოთი, ზამბახიძის ქ. 3
  17. ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა - ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ. №10
  18. გორის მე-3 საჯარო სკოლა - გორი, დ.ამილახვარის ქ. 26
  19. თელავის მე-8 საჯარო სკოლა - თელავი, თამარის ქ. 69
  20. ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლა- ახალციხე, მიქუტიშვილის ქ.№2
  21. რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა - რუსთავი, მე-8 მ/რ
  22. ხულოს საგამოცდო ცენტრი - დ.ხულო, შავაძის ქ. 3



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება