სიახლეები
სიახლეები

განათლების მინისტრი მადლობას იხდის
04-06-2022
-
+


უკრაინის განათლების მინისტრი სერგეი შკარლოტი საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ომის პირობებში საქართველომ უკრაინისადმი უდიდესი, ძლიერი მხარდაჭერა გამოიჩინა.

სერგეი შკარლოტმა მედიასთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა უკრაინელი ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მოსწავლეების ხელშეწყობა თითოეული უკრაინელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სერგეი შკარლოტი: „ეს არის უდიდესი, ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისთვის ომის პირობებში. 100-ზე მეტმა ქვეყანამ გახსნა უკრაინული კლასები და გამოყო საგანმანათლებლო სივრცე ჩვენი ბავშვებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აღნიშნული სტრატეგია, რათა უკრაინელი ბავშვებისთვის განათლების მიღების პროცესი არ შეჩერდეს. ჩვენს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც მათი მომავლისთვის აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს, ჩვენს მეგობრებს ამ უმნიშვნელოვანესი და ძლიერი მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ გმადლობთ!“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ.

უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო". ამასთან, მათთვის იგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და არაფორმალური განათლების მიმართულებითაც.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყო სწავლისათვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით. უკრაინელი მოსწავლეები, ქართველი თანატოლების მსგავსად, სარგებლობენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. მათ ასევე, შესაძლებლობა აქვთ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 1000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 400-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

ვის დაუბრუნდება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა უკან - ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება