მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წლის მიწურულს მოსწავლეთა შეფასებები აქტუალური თემა ხდება. შეფასება ორნაირია - განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება, დანარჩენი კლასების მოსწავლეებს კი სასწავლო წლის ბოლოს განმსაზღვრელი შეფასებები ეწერებათ.
დაწყებითი კლასის მასწავლებლები წლის ბოლოს მოსწავლეთა წერილობით შეფასებას წერენ. უკვე ითქვა, რომ განმავითარებელი შეფასებების ელექტრონულ ჟურნალში შეტანა სავალდებულო არაა, თუმცა სურვილის შემთხვევაში, პედაგოგებს თითოეული მოსწავლის შეფასება შეუძლიათ, ამასთან, მოკლე დახასიათებები საჭიროა მოსწავლის პირად საქმეში შესატანადაც.
„განმავითარებელი შეფასების ნიმუში ხომ არ გაქვთ?“ „როგორ ვწერთ წლის ბოლოს მოსწავლეთა დახასიათებას?“ - ეს ის კითხვებია, რომლებიც პედაგოგების დახურულ ჯგუფებში ხშირად ისმევა. პირველ რიგში, საყურადღებოა, რომ მოსწავლეთა დახასიათება და შეფასება ერთი და იგივე არაა. მაშ რა განსხვავებაა მათ შორის?
განმავითარებელი შეფასება - თავად სიტყვა გვეუბნება, რომ მასწავლებლის კომენტარმა მოსწავლეს განვითარებისკენ უნდა უბიძგოს. განმავითარებელი შეფასების წერისას მასწავლებლებმა უნდა იხელმძღვანელოს საგნობრივი სტანდარტის მიხედვით და დაწეროს მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ამ ტიპის შეფასება მოსწავლის წინსვლასა და განვითარებას უწყობს ხელს. განმავითარებელი შეფასება შეიძლება იყოს ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი, ორივე შემთხვევაში აუცილებელია წამახალისებელი მითითებების გამოყენება.
თუ მოსწავლის შეფასებისას აღწერთ მხოლოდ მის წარმატებებს, მიღწევებს ან თუნდაც აღნიშნავთ, რა უჭირს, რას ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამიდან და ამავდროულად, არ დაურთავთ კომენტარს, რომელიც მას საკუთარი „სისუსტეების“ დაძლევაში დაეხმარება, ეს იქნება მხოლოდ მოსწავლის მოკლე დახასიათება და არა განმავითარებელი შეფასება.
იხილეთ ასევე: I-IV და V კლასებში მასწავლებელი ვალდებული არ არის, დაწეროს განმავითარებელი შეფასება?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა